ივერიონი / კობა ნარჩემაშვილი: პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაშია!

კობა ნარჩემაშვილი: პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაშია!

 "ამ მიმართულებით პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაშია ჩაყენებული, რადგან, არ მგონია, რომ ისინი სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკის ჩარევით იყვნენ დაინტერესებულნი", - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა დღეს "რეპორტიორის"  პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ხშირად სამართალდამცავ ორგანოებს უწევთ ისეთ საქმეებზე, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდებიან პოლიტიკას,  არასტანდარტული გადაწყვეტილება გამოიტანონ. "კაბელების საქმე" ასეთ საქმეებს მიეკუთვნება.
 
ამ საქმეში რაღაც დეტალებს უნდა აეხსნას გრიფი "საიდუმლო", საზოგადოების დიდი ინტერესის საგანია და იმიტომ.  საზოგადოება არ არის წლებით უკან, როცა უნდა გეთმინა იმისთვის, რასაც ოფიციალური უწყებები გეუბნებოდნენ.
 
წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მე ვთვლი, რომ ეს საქმე ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ ამ საქმეს მსვლელობა მიეცემოდა ამ 5 ადამიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გარეშე. ასეთ შემთხვევაში  პროცესები სხვაგვარად განვითარდებოდა და ხელისუფლება ბევრად უფრო მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდებოდა",- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

10-11-2014, 15:56
უკან დაბრუნება