ივერიონი / პარლამენტს აზრთა მრავალფეროვნება უხდება

პარლამენტს აზრთა მრავალფეროვნება უხდება

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო ძალებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.  აღნიშნული განცხადებით, დავით უსუფაშვილი  პარლამენტში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს დღეს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა.

"გაგრძელდება თანამშრომლობა და კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავა. აზრთა მრავალფეროვნება პარლამენტს უხდება, მთავარია, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და გავაკეთოთ სწორი არჩევანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

10-11-2014, 16:18
უკან დაბრუნება