"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა იმ დეპუტატების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საპარლამენტო საქმიანბის პარალელურად კერძო საქმიანობას ეწევიან. ათ კაციან სიაში საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და დამოუკედებელი დეპუტატები მოხვდნენ. პარტია წერილობით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დეპუტატების სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე.
-"მოვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარისგან იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებენ ამ კატეგორიის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რადგან ისინი უთავსებენ სახელმწიფოებრივ საქმიანობას ბიზნესს და სამეწარმეო საქმიანობას".