"ჩვენ ყველას გვახსოვს 2003-2004 წლების თეატრალიზებული დაკავებები. ამის ფონზე გუშინდელი დაკავება ცივილიზებული იყო". ეს განცხადება ლადო პაპავამ "მაესტროს" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ძიება კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოავლენს. "ჩემზე ძალიან დიდი პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, თუ როგორ მოხდა დაკავება. ჩვენ ყველას გვახსოვს 2003-2004 წლების თეატრალიზებული დაკავებები და ამის ფონზე გუშინდელი დაკავება ცივილიზებული ფორმით მოხდა. ხოლო დანარჩენს გამოძიება გამოიძიებს. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს დაკავება ბოლოა, ძიება ალბათ, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოავლენს", _ ამბობს ლადო პაპავა.