ბაჩო ახალაია:-"სამწუხაროდ, მე ვერ მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ამ მოვლენაში, მაგრამ იქ იქნება მთელი ჩემი ოჯახი, და ჩემი პატარა გოგონა 2 წლის კესო"
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ აქცია ბაჩო ახალაია ეხმიანებს და საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს:
15 ნოემბრისთვის, საქართველოს ყველა პატრიოტს
მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს არის დღე, როცა ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს არის მომენტი, როცა ჩვენი სიდუხჭირე თუ სხვა უმწვავესი პრობლემებიც კი უნდა დავივიწყოთ თუნდაც ერთი დღით, რათა ყველამ ერთად მივაწვდინოთ ცივილიზებულ სამყაროს ჩვენი მშვიდობიანი და სამართლიანი ხმა იმ ბოროტების შესახებ, რასაც რუსეთი აკეთებს დღეს ან ხვალ აპირებს.
სამწუხაროდ, მე ვერ მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ამ მოვლენაში, მაგრამ იქ ნამდვილად იქნება მთელი ჩემი ოჯახი, მათ შორის ჩემი პატარა გოგონა 2 წლის კესო, რადგან აფხაზეთის ანექსია ჩვენ ყველას გვეხება, თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს, ნებისმიერი თაობის და ასაკის წარმომადგენელს.
ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როცა ჩვენი მშვიდობიანი და სამართლიანი ხმის ძალა ჩვენს ერთობაშია.
გისურვებთ წარმატებას.
პატივისცემით,
ბაჩო ახალაია