"პარლამენტში მუშაობას უმრავლესობის ფორმატში გავაგრძელებთ ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელიას თქმით, უმრავლესობის ახალი ფრაქცია შეემატა .
"6 ადამიანი გაწევრიანდა უმრავლესობაში, ამავე დროს "თავისუფალი დემოკრატებიდან" სამი უმრავლესობაში დარჩა. ასე რომ, ჩვენ უმრავლესობის ფორმატში გავაგრძელებთ პარლამენტში მუშაობას. საპარლამენტო საქმიანობა ალბათ უფრო საინტერესი იქნება, რადგან ის ოპოზიციური სივრცე, რომელიც პარლამენტში მონოპოლიზებული ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", უკვე შეიცვლება, ოპონენტი იქნება არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მართლაც დესტრუქციული პოლიტიკური ძალაა, არამედ იქნებიან "თავისუფალი დემოკრატები", მათთან ცივილიზებული, კულტურული პაექრობა, ვფიქრობ, უფრო საგნობრივი იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ ფრაქციასთან ერთად ბევრი საერთო გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდეს", - აღნიშნა ბესელიამ.