ივერიონი / გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ინტერესები რუსეთის ინტერესებს ემთხვევა!

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ინტერესები რუსეთის ინტერესებს ემთხვევა!

პარლამენტარი გიორგი ვოლსკი  "საერთო გაზეთში"  15 ნოემბერს დაანონსებული აქციის შესახებ საუბრობს.  მისი განცხადებით ამ შემთხვევაში სააკაშვილის ინტერესები კიდევ ერთხელ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.


გიორგი ვოლსკის ინტერვიუს ფრაგმენტი ასევე გამოქვეყნდა "ასავალ-დასავალის" რუბრიკაში "კვირგვინოსნები".


"15 ნოემბერს აქცია მშვიდობიანი რომ არ არის და არ უკავშირდება ანექსიის მცდელობის გაპროტესტებას, ცალსახაა.  ასე  რომ, ეჭვები იმის თაობაზე, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, საფუძველმოკლებული არ არის.
თუ დესტაბილიზაციაზეა საუბარი, რასაკვირველია, რუსეთს მოდუნებული  და არასტაბილური  ქვეყანა უფრო აწყობს, ვიდრე ძლიერი და ამ შემთხვევაშიც სააკაშვილის ინტერესები რატომღაც კიდევ ერთხელ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს",  - აცხადებს  გიორგი ვოლსკი.

11-11-2014, 12:56
უკან დაბრუნება