საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებენ.
"მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ნორმალურად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ იქ და ასე გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, თუ ეს საკითხი დადგება, გადაწყვეტილება პარლამენტმა უმრავლესობით, 76 ხმით უნდა მიიღოს. რაც შეეხება ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძის საკითხს, ონოფრიშვილის განმარტებით, საკითხის კენჭისყრაზე დაყენების ვალდებულება არ არის და უმრავლესობას შეუძლია, თემა თავად გადაწყვიტოს.