ივერიონი / ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებას ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების რეალური შანსი აქვს!

ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებას ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების რეალური შანსი აქვს!

   " გელაშვილის საქმეში  მონაწილე პირებს, სავარაუდოდ, სხვა ცნობილ საქმეებთანაც აქვთ კავშირი. აღნიშნული განცხადება ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ნანა აკაკბაძემ  გაკეთა.


  "ეს იყო ერთი ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ტერორზე, ფიზიკურ ძალადობაზე, შესაძლებელია მკვლელობებზე, ამიტომ ერთი ასეთი საქმის გახსნა პროკურატურას საშუალებას მისცემს, სხვა დანაშაულიც გაიხსნას", - განაცხადა კაკაბაძემ.

 

  კაკაბაძის განცხადებით, ხელისუფლებას გელაშილის საქმის გამოძიების რეალური შანსი აქვს. თავად გელაშვილს აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლის საშუალებითაც დამნაშავეების წინააღმდეგ სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

 

11-11-2014, 15:29
უკან დაბრუნება