სოცაილურად დაუცველთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა პენსიის ზრდა 25 ლარის ოდენობით იგეგმება.
"შემოთავაზება არის, რომ გარკვეული კატეგორიის დაახლოებით 100 000 ადამიანს პენსია 25 ლარით გაეზარდოს და სხვებს პენსია არ გაეზარდოს. მგონია, ეს არასწორი მიდგომაა. ამაზე ექსპერტებთან კიდევ ვიმსჯელებ. მე მაინც მგონია, რომ სასურველია, პენსია ყველას გაეზარდოს გარკვეული ოდენობით და თუ კიდევ შესაძლებელია, განსაკუთრებული კატეგორიის 100 000 ადამიანს კიდევ დამატებით რაღაც ოდენობით გაეზარდოს პენსია. ეს საკამათო თემაა, ვნახოთ, მე ვიცი, რომ უმრავლესობაც ამ საკითხებზე ფიქრობს", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.