ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით პრემიერი "თავისუფალი დემოკრატების" დისკრედიტაციას ცდილობს. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება უსაფუძვლოა. აღნიშნულზე ფანჯიკიძემ გადაცემა "არჩვევანში" ისაუბრა.
"ახლა პოლიტიკაა ის, რომ ჩვენ ყველა გამოგვიყვანონ იმ სიტყვების ობიექტებად, რომელიც მოვისმინეთ პრემიერისგან - "უჭკუო", "ავანტიურისტი", "მოღალატე", "უპასუხისმგებლო", "ნაციონალების" ლობისტები" და ა.შ - ეს არის ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა, რადგანაც ისეთი განცდა მაქვს, რომ ადგილი ვერ მოუძებნეს "თავისუფალ დემოკრატებს". ყველაზე უტყუარი მეთოდი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად - "პოლიტიკური მკვლელობა" უწოდა ამას ირაკლი ალსანიამ და სრულიად ვეთანხმები,"- განაცხადა ფანჯიკიძემ.