როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ შეიძლებოდა რაკლი ალასანიას ნაბიჯებს სამხედრო დაპირისპირება მოჰყოლოდა. განცხადება ამის შესახებ მანანა კობახიძემ გადაცემა თოქშოუ "არჩევანში" გააკეთა.
"როდესაც უკან გიდგას ჯარი, როდესაც მიდიხარ პარტიის ოფისში და იქიდან შანტაჟის ენით ესაუბრები პროკურატურას, ფაქტობრივად, ახდენ სამხედრო ძალის მთლიანად პოლიტიზირებას. შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო ყოველივე.
ძალიან სწრაფად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. სამწუხაროდ, ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს," - განაცხადა მანანა კობახიძემ .