ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი რუსეთში ქართული ღვინისა და კონიაკის გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადება. საქართველოდან ალკოჰოლს ამ ზაფხულს დაარსებული კომპანია "სამგორი" შემოიტანს. რუსეთის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, მასში 50%-იანი წილი ზურაბ წერეთელს მიმდინარე წლის სექტემბერში შეუძენია, დანარჩენი კი ლევან ცირგავას ეკუთვნის, რომელიც ადრე პიცერიას ფლობდა.
როგორც სარწმუნო წყარომ შეგვატყობინა, ალკოჰოლი ბრენდ "წერეთლის" სახელით გაიყიდება: "ეს იქნება ტრადიციული ქართული ღვინოები, მაგალითად, "ხვანჭკარა", მაგრამ ყველაფერი ზურაბ წერეთლის სახელით გაიყიდება.
თვითონ სკულპტორი ალკოჰოლის ბიზნესში მონაწილეობას ჯერ-ჯერობით უარყოფს. მისი წარმომადგენლის განცხადებით, ზურაბ წერეთელს არაფერი გაუგია ამ გამოფენაზე და ღვინის ბიზნესში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავს.
ფედერალური და რეგიონუკლი ალკოჰოლური ბაზრების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ვადიმ დრობიზის აზრით, რუსეთში დღეს ვერვავინ ვერაფერს გახსნის ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის გარეშე. "2012 წელს ალკოჰოლური ბაზარი სახელმწიფომ მიისაკუთრა, იმ პერიოდიდან ახალი კომპანიები პრაქტიკულად არ შექმნილა, ყველაფერს სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. ამიტომაც ახალი იმპორტიორის გამოჩენა დიდი მოვლენაა. აშკარაა, რომ "როსალკოგოლრეგულიროვანიე"-სთან კარგი ურთიერთობების გარეშე ახალი მოთამაშეები თავიანთ ბიზნესს ვერ დაიწყებდნენ", - დარწმუნებულია ვადიმ დრობიზი და ამბობს, რომ "ამჟამად ქართული ალკოჰოლი რუსულ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია".
"ქართული ღვინოების შემოტანის ნებართვა 2013 წლის ივნისში გაიცა. ექსპერტების მაშინდელი პროგნოზით, წლის ბოლომდე შეიძლებოდა მხოლოდ ათი მილიონი ბოთლი შემოტანილიყო, მაგრამ რეალურმა შედეგებმა ყოველგვარ პროგნოზებს ორჯერ და მეტად გადააჭარბა. ამჟამად რუსეთი წლიური იმპორტი თითქმის 25 მილიონ ბოთლს უდრის", - ამბობს ვადიმ დრობიზი. თუმცა, მისი აზრით, ქართველი მეღვინეებისათვის ეს უკვე ზედა ზღვარია: "ახალ იმპორტიორს შეუძლია გარკვეული ნიშის დაკავება, მაგრამ ამისათვის მან თავისი კონკურენტები უნდა შეავიწროვოს. 25 მილიონზე მეტ ბოთლ ქართულ ღვინოს რუსული ბაზარი ვერ აითვისებს... დღეს ქართული ალკოჰოლი მხოლოდ სასუალო ფასის მქონე სეგმენტში იყიდება, ერთი ბოთლის საცალო ფასი 300 რუბლია".
რუსეთის მევენეხეთა და მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტი ლეონიდ პოპოვიჩი აღნიშნავს: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის რუსეთი ღვინის ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველი ქვეყანაა, რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოს საკმაოდ მცირე მოცულობის სეგმენტი უკავია. "რუსული ღვინის ბაზრის საერთო მოცულობა 700 მილიონი ბოთლით განისაზღვრება და ის 25 მილიონი ბოთლი, რაც საქართველოდან შემოდის, საკმაოდ მცირეა. ქართველ მეღვინეებს მაღალი რეპუტაცია აქვთ, მაგრამ ზოგჯერ ეს რეპუტაცია არ მართლდება - საშუალო სეგმენტში არის მშვენიერი ღვინოებიც და ცუდებიც - ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში ხდება ხოლმე", - ამბობს ლეონიდ პოპოვიჩი.
დასავლეთში ბევრი ცნობილია ადამიანია დაკავებული ღვინის წარმოებით და გაყიდვით. მსგავსი ბიზნესი აქვს მადონას, პიერ რიშარს, ანტონიო ბანდერასს და სხვებს. რაც შეეხება რუსულ ვარსკვლავებს, რომლებიც ღვინის ბიზნესში არიან ცართულნი, შეიძლება გავიხსენოთ რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი (მას იტალიაში, ტოსკანაში ვენახი აქვს), ვეტერანი ჰოკეისტი იგორ ლარიონოვი, აგრეთვე ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა 2013 წლის იანვარში მიიღო.
"იზვესტია" (რუსეთი), 12 ნოემბერი, 2014 წელი
http://izvestia.ru/news/579197