გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ანდეზიტთან ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღევებს უკანონოდ მოპოვებული 20 კბ/მ წიფლისა და ნაძვის ჯიშის საშეშე მასალა ჩამოერთვათ. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.