ივერიონი / დღეს შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების 448 აბონენტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების 448 აბონენტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

   "თელასის" ცნობით, დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, კომპანიის განცხადებით აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია. 

 

   ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების  448 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, ტურგენევის, საბჭოს და ჩიქობავას ქუჩების 263 აბონენტს.

 

   ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიდუბის II შესახვევი, ხოშარაულის და თევდორე მღვდლის ქუჩების 675 აბონენტს.

 

   კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

13-11-2014, 09:43
უკან დაბრუნება