ივერიონი / ზურაბ აბაშიძე: მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი , აუცილებლად გადავდგებოდი!

ზურაბ აბაშიძე: მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი , აუცილებლად გადავდგებოდი!

   მე რომ მთავრობის წევრი, მინისტრი ვყოფილიყავი  აუცილებლად გადავდგებოდი, მაგრამ საპარლამენტო ცხოვრება აშკარად სხვაა. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, :თავისუფალი დეოკრატების წევრმა" ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

 

  აბაშიძებ ასევე განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს


"ეჭვი მეპარება, რომ უმრავლესობაში ყველა ერთ აზრზე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან კარგია ეს.

მე რომ  მთავრობის წევრი ვყოფილიყავი, მინისტრი, აუცილებლად  გადავდგებოდი, ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ, საპარლამენტო ცხოვრება  აბსოლუტურად სხვა არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ ამ პოზიციებზე და ეს არის საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი.

არანაირი რეგლამენტის დარღვევა ეს არ იქნება, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე",-აცხადებს აბაშიძე.

 შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის ვიცესპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა", რომელსაც აბაშიძე ეკუთვნის, "ქართული ოცნებისა" და შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის წევრობაზე უარი თქვეს.

13-11-2014, 10:22
უკან დაბრუნება