როდესაც საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ პროკურატურა შეიძლება ცალმხრივად ან მიკერძოებულად იკვლევს თავდაცვის სამინისტროში არსებულ ფაქტებს, მართლა საინტერესოა, ვნახოთ ის მონაცემეი, მასალები, რაც კონტროლის პაატას გაჩნია. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის მიერ თავდაცვის სამინისტროს შესახებ მოპოვებული მასალები ბევრ კითხვას ჰბადებს.
"აღმოჩნდა, რომ თურმე, მათ ის მასალები, რაც ნახეს, საკმაოდ რთული და საკმაოდ ბევრი კითხვები გაჩნდა იქ, ამიტომ, გადასცეს პროკურატურას.
მე, ბუნებრივია, მოვითხოვე და ამისი უფლებაც გააჩნია პარლამენტს, მოვალეცაა პარალმენტი, რომ მოისმინოს ანგარიში ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, მოვითხოვე, რომ ის თემები, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს იყოს მოწოდებული ნდობის ჯგუფისთვის",-აცხადებს საგანელიძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალებს პარლამენტს გადაუგზავნის. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და სამინისტროს მიერ დაფუძნებული"ქართული კვების კომპანიის" ორ მენეჯერს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მათმა გულგრილობამ სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივი დაავადება გამოიწვია.
პროკურატურა მაღალჩინოსნებს 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება.
საქმე 2013 წელს ჩატარებულ ტენდერს ეხება, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, სამინისტრომ უპირატესობა კომპანია "სილქნეტს" მიანიჭა.