მალასები უკვე გადაგზავნილია მთავრ პროკურატურაში. მასალების გადაგზავნა საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით მოხდა. აღნიშNული განცხადება ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ გააკეთა.
"ის მასალები, რომლებიც ჩვენ მიერ უკვე არის გადაგზავნილი მთავარ პროკურატურაში და რომელიც, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გადაეგზავნება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს.
ის მასალები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არ უკავშირდება "სილქნეტთან" დაკავშირებულ შესყიდვას და არც კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს, იმ საკითხებს, რომელზეც იყო საუბარი საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მასალები, რომელიც უკავშირდება სხვა ტიპის შესყიდვებს, რომელზეც ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით ნდობის ჯგუფს",-განაცხადა თორდიამ.