ივერიონი / თამარ ბერუჩაშვილი: აშშ-ის ელჩი მზად არის ჩვენი აქტიური პარტნიორი იყოს!

თამარ ბერუჩაშვილი: აშშ-ის ელჩი მზად არის ჩვენი აქტიური პარტნიორი იყოს!

  "განვიხილე მთელი ნუსხა იმ საკითხებისა, რომელზეც მომავალი კვირეებისა და თვეების განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ". განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა  გააკეთა.

"შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან არ იყო გაცნობითი შეხვედრა, რადგან მასთან ძალიან ხანგრძლივი, ინტენსიური თანამშრომლობა მაკავშირებს. განვიხილეთ მთელი სპექტრი, დიდი ნუსხა იმ პრიორიტეტული საკითხების, რომელზეც უნდა ვიმუშავოთ მომავალი კვირეების და თვების განმავლობაში", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.


  შეხვედრაზე საუბარი რეგიონალურ პრობლემებს,  რუსეთთან ურთიერთობის თემასაც შეეხო.  ბერუჩაშვილის თქმით, ყურადღება გამახვილდა ვითარებაზე, რომელიც  გულისხმობს უკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის მცდელობას, ამოახდინოს ანექსია.

"ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, იყოს ძალიან აქტიური პარტნიორი, იყოს მაქსიმალურად ჩართული. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ რჩევებსა და მხარდაჭერას ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

13-11-2014, 12:11
უკან დაბრუნება