საქართველოს პრეზიდენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლას აზრი არ აქვს. განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, პარასკევის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლას საფუძველი არ აქვს.
,,პრეზიდენტის მიმართვას, ჩემი აზრით, საფუძველი გამოეცალა, თუ ის არ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურს გადაუხვია. მისი განცხადება განპირობებული იყო ,,თავისუფალი დემოკრატების" განცხადებით. შესაბამისად, თუკი პრეზიდენტი აღარ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურს გადაუხვია, მაშინ მის მიმართვას საფუძველიც აღარ აქვს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. თებერვალში მას ისედაც უწევს ანგარიშის წარდგენა პარლამენტში", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.