ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მომსწრე გავხდით აღმოსავლეთ უკრაინისკენ მსხვილი კოლონების გადაადგილების. განცხადება ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მომსწრე გავხდით აღმოსავლეთ უკრაინისკენ მსხვილი კოლონების გადაადგილების. ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა დაკავშირებულია რუსეთის არტილერიასთან, ტანკებსა და სამხედრო ნაწილებთან", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მოგვარებას.