როგორც დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს "პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს მიმართოს პარლამენტს".
მისი თქმით, პრეზიდენტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე აპირებს სიტყვით გამოსვლას.
"ამიტომ ჩვენ უნდა მივესალმოთ მის მაღალ სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ევროინტერგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემი კოლეგის ზაქარია ქუცნაშვილის პოზიციას, მე არ ვიზიარებ", - განაცხადა კორძაიამ.