ივერიონი / სოლიდარობის ფონდსა და "ყაზტრანსგაზ-თბილისს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოლიდარობის ფონდსა და "ყაზტრანსგაზ-თბილისს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

   დღეს სოლიდარობის ფონდსა და კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

  მერანდუმის საფუძველზე კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აქტიურად დაუჭერს მხარს  საზოგადოებისათვის ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემის გადაჭრის მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციასა და კომპანიის საგადამხდელო არხების მეშვეობით ფონდისთვის გადაცემას.
  აღნიშნული მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდში რესურსების მობილიზაციასა და პროგრამების გაფართოებას შეუწყობს ხელს, რომლის შედეგადაც 2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დახმარება გახდება შესაძლებელი.

13-11-2014, 14:51
უკან დაბრუნება