-"მოვუწოდებ " ნაციონალურ მოძრაობას" შეწყვიტოს დევნილების სახელით მანიპულირება"- აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "ნოვატორების" თავმჯდომარემ, ვაკო ფაჟავამ საინფორმაციო სააგენტო "ივერიონის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათი არასამთავრობო ორგანიზაცია 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
-"თქვენი ყურადღება მინდა მივიპყრო 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც "ნაც-მოძრაობამ" დაანონსა, ჩემი აზრით როდესაც ქვეყანაში ოპოზიციური ძალები არსებობს და ერთმანეთთან დაპირისპირებულია, ყოველივე ეს გამოიწვევს ქაოსს და მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. რა თქმა უნდა ჩვენი ორგანიზაცია არ მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას, ვინაიდან ამ ყოველივეს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს. არ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობა" მანიპულირებდეს დევნილების სახელით, მაშინ როდესაც 9 წლის მანძილზე მათთვის არაფერი არ გაუკეთებია , იმის გარდა, რომ ხდებოდა მათი გამოსახლება. რა თქმა უნდა აფხაზეთი არის ოკუპირებული და ამის საწინააღმდეგოდ რამდენიმე აქცია გვქონდა გამართული, აქციებს გავაგრძელებთ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ყველაფერი აქ თბილისში ხდებოდეს.
მოვუწოდებ მათ, თუ გააჩნიათ გამბედაობა გააკეთონ სამართლიანი აქციები. მივიდნენ და "ენგურის" ხიდთან გამართონ აქციები."
ვაკო ფაჟავას ტქმით, არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მხარს უჭერენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ცდილობენ დევნილი საზოგადოება 15 ნოემბრის აქციაზე გაიყვანონ.
-" არიან გარკვეული ჯგუფები, მაგ: არასამთავრობო ორგანიზაცია "დაბრუნება", რომელსაც ზურაბ პატარაია ხელმძღვანელობს, ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული. ესენი არიან პირები, რომელთაც აფხაზეთი კი არ აინტერესებთ, არამედ "ნაციონალური მოძრაობს" ინტერესებით არიან დაკავებულნი.
გარკვეული ჯგუფი, რომელიც 15 კაცს მოიცავს და ერთ დროს "ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ გაწევრიანებულნი არ შეიძლება ვუწოდოთ დევნილი საზოგადოება".
"ნოვატორების" ლიდერმა კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას და განსაკუთრებით მედიას:
-"მინდა მივიპყრო ჟურნალისტების ყურადრება, 14 ნოემბერს ველოდებით რუსთაველზე, კონოს სახლის შენობაში,12 საათზე, სადაც იქნებიან დევნილებიც. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დააფიქსირებს ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახლა კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ნაციონალებს" შეწყვიტონ დევნილების სახელით მანიპულირება".