საქართელოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მზად არის მისმა ადმინისტრაციამ " უსინათლოთა კავშირთან" ითანამშრომლოს. განცხადება ამის შესახებ მარგველაშვილმა უსინათლოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "უსინათლოების კავშირის" წევრებთან შევედრისას გააკეთა.
მისი თქმიტ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ბევრი აქცენტი გაკეთდა არა მარტო უსინათლო, შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის, არამედ ზოგადად სოციალური პროექტების მიმართულებით.
"მე მოვისმინე ყველა შეხედულება-მოსაზრება, რაც კონკრეტულად უსინათლო ადამიანების პირობების გაუმჯობესებას ეხება. ამაზე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საინტერესო იყო ინფორმაცია, რომ არსებობს "უსინათლოთა კავშირის" ბაზა, სადაც აღწერილია ადამიანების უნარები და დასაქმების შესაძლებობები.
"ასეთი ბაზით დავინტერესდებით ადმინისტრაციაში. თუ არის შესაძლებელი, რომ ვაკანსიები, რომლებიც თანხვედრაშია თქვენი ბაზის ადამიანების უნარებთან ან მათ სამუშაო ინტერსებთან, ჩვენ დავინტერსდებით და აქედანვე შეგვიძლია დავიწყოთ კონკრეტული თანამშრომლობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება აუცილებლად დაკავშირებული "უსინათლოთა კავშირთან" ან ამ პრობლემატიკასთან, ეს შეიძლება იყო სრულიად სხვა თემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.