ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 15 ნოემბერს ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში შეხვედრა აჭარის რეგიონის ვეტერანებთან გაიმართება.
16 ნოემბერს კი ირაკლი შიხიაშვილი ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში გურიის რეგიონის ვეტერანებს შეხვდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება და გაცნობითი ხასიათის იქნება. ვეტერანები სამსახურის სამომავლო გეგმების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ.
ირაკლი შიხიაშვილმა შეხვედრები ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალციხეში უკვე გამართა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს აგრძელებს.