დედაქალაის საჯარო სკოლების დემონტაჟზე გაამახვილა ყურადრება გიორგი ლილუაშვილმა. როგორც მან "ივერიონის" პრესკლუში განაცხადა, სიტუაციის საეჭვობის გამო მიმარტეს განათლების სამინისტროს და მერიას. მისივე განცხადებით მასზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შემდეგაც უფრო ღრმად ჩაიხედეს 61-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის საკითხში.
-"განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და დედაქალაქის მერია ერთობლივად ახდენენ საჯარო სკოლების შენობების გაყიდვას დემონტაჟს და გამონთავისუფლებულ მიწის ნაკვეთებზე შემდგომ კომერციული მიზნებისათვის გასხვისებას. ამავ დროულად ბიუჯეტიდან ორმოცდაშვილი მილიონი ლარის მითვისებას, თითქოსდა საჯარო სკოლების მშენებლობისათვის, ამ კორუფციულ სქემაში არ გამოვრიცხავ საკრებულოსა და მერიის სამსახურების მაღალ ჩინოსნების მონაწილეობას. ასევე სახელმწიფო თანხების გაფლანგის კვალი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის პერიოდსაც მოიცავს და სკოლების სასწრაფო დემონტაჟი დანაშაულის კვალის დაფარვას ემსახურება.
არც წინა ხელისუფლების და არც ახალი ხელისუფლების მიერ, თბილიში დანგრეული საჯარო სკოლის შენობების ადგილზე არ აშენებულა საჯარო სკოლა, ხოლო განათლების სამინისტრო და მინისტრი მოსახლეობას ატყუებს როდესაც აცხადებს 61-ე საჯარო სკოლის ადგილზე ისევ საჯარო სკოლა აშენდებაო.
გამოქვეყნებულია ვინმე აქრიტექტორი დარეჯან გიგაურის ესკიზური ნახაზები. თუმცა სკოლის პროექტის მომზადებაზე არ ჩატარებულა ტენდერი, განათლების მინისტრმა ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორც ადრე ხდეებოდა კვლავ კორუფციული გარიგებებასთან გვაქვს საქმე.
ასეთი დასკვნის გაკეთებისათვის უამრავი მიზეზი არსებობს, კერძოდ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც განათლების სამინისტრო იშველიებს და 61-ე საშუალო სკოლის დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს სრული სიცრუეა.
ექსპერტიზის დასკვნით მითითითებულია ის დაზიანებები რაც სკოლის შენობას გააჩნია და მის რეაბილიტაცია შეკეთებაზე მიუთითებენ, თუმცა ამავ დროულად საუბრობენ იმაზე, რომ რენტაბელობიდან და საგანმანათლებო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით გამომდინარე, შესაძლებელია განიხილოთ ახალი სკოლის შენობის აშენებაცო! (ანუ გაფართოებაო) ამავ დროულად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში არაა მიტითებული თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს 61-ე სკოლის დემონტაჟისაგან ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე აკადემიკოსების სახლს რომელიც უშუალოდ ებჯინება 61-ე სკოლის შენობას. ამავ დროულად 61-ე სკოლის სარდაფში განთავსებულია სამოქალაქო თავდაცვის ობიექტი რომელიც გვირაბების მეშვეობით უკავშირდება დედაქალაქის სხვა სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებს და წარმოადგენს დედაქალაქის ერთიანი თავდაცვის სისტემის ნაწილს.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სულაც არ ნიშნავდა სკოლის შენობის სავალდებულო დემონტაჟის დაწყებას, რენტაბელობის განსაზღვრა კი შესაძლებელია სარემონტო სამუშაოების საფასურის განსაზღვრის და შემდგომ ახალი სკოლის შენობის აშენების ხარჯების შეფარდების შედეგად.
განათლების სამინისტროს არ გააჩნია არც სარემონტო სამუშაოების პროექტი და არც ასაშენებელი სკოლის პროექტი, ასაშენებელი სკოლის პროექტი მხოლოდ ახლა მუშავდება, არის მხოლოდ უსახური მაკეტი და სურათი, შესაბამისად რენტაბელობაზე საუბარი აბსურდი იქნებოდა თუ რეალურად არ იქნებოდა განსაზღვრული ხარჯთარრიცხვები ასევე არ ყოფილა გამოცხადებული კონკურსი სკოლის როგორც სარემონტო-სარეაბილიტაციო ასევე ახალი სკოლის პროექტზე, ხოლო შეკვეთილი სკოლის პროექტი 650 მოსწავლეზე როდესაც ამჟამად, მიუხედავად რამოდენიმე ასეული მოსწავლის სხვა სკოლებში გადანაწილებისა 61-ე სკოლაში 1000-ზე მეტი მოსწავლე რჩება, საჯარო სკოლების და საგანმანათლებო სისტემის განვითრებაზე საუბარიც კი ზედმეტია. არადა 61-ე სკოლა განათლების სამინისტროს განცხადებით მზარდი სკოლაა.
61-ე სკოლის მოსწავლეების ტექნიკური უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში გადაყვანა კი სრულიად გაუმართლებელი და პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის ჯამრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის შემცველიც კი გახლავთ. ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა ამორტიზირებულია და არაა გათვლილი საჯარო სკოლის მოსწავლეტატვის და იქ სასწავლო პროცესის სრულფასოვანი ჩატარება შეუძლებელია, ასევე რაიმე საფრთხის შემთხვევაში შეუძლებელია მოსწავლეთა და მასწავლებელთა სწრაფი ევაკუაცია რამეთუ შიდა კიბეები იმდენად ვიწროა შეუძლებელია ორმა ადამიანმა (მოსწავლემაც კი) ერთმანეთს გვერდი აუაროს, ასევე სასწავლო კორპუსის წინ შემოღობილია და ფაქტიურად ფეხით მოსიარულის ადგილი ჩაკეტილია სამშენებლო ღობით რის გამოც მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს მანქანის სავალ გზაზე გადასვლა უწევთ სადაც ინტენსიუსი ავტომობილების მოძრაობაა და არ არსებობს რაიმე გამაფრთხილებელი ან შემზღუდი საშუალება, რის გამოც დამატებით საფრთხეები იქმნება. განათლების სამინისტროს განცხადებით მათ თურმე ვიზუალურად შეუთვალიერებიათ ეს კორპუსი და ვერაფერი ვერ შეუმჩნევიათ რასაც საფრთხე შეიძლება შეექმნა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისატვის.
ასევე საზოგადოების ყურადრება მინდა გვამახვილო, თავად 61-ე სკოლის შენობაში არსებულ მე-7 მუსიკალურ სკოლაზე სადაც 200 მეტი მოსწავლე სწავლობს და დღემდე სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა შენობის დემონტაჟთან პარალელურად.
თავად სკოლის შენობის აუქციონზე 9 ათას ლარად გატანა და შემდგომში 142 ათას ლარად გაყიდვაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს, ხოლო კომპანია რომელმაც შეისყიდა 61-ე სკოლის შენობა შ.პ.ს. "რიონი" სკოლის დირექტორის შორენა ღუდუშაურის კარის მეზობლის ალექსანდრე გოგოლაძის კუთვნილებაა და ინტერესებია.
უმნიშვნელოვანესი ფინანსური დარღვევაა ისიც, რომ ამ კომპანიას 142 თასი ლარი დღემდე არ გადაუხდია სკოლის ანგარიშზე, ხოლო ახალ გარემონტებილი სკოლის ქონება თითქმის სრულად არის გაყიდული ისე რომ მისი აღწერა და ფინანსური შეფასება არ მომხდარა.
როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი პრეზიდენტობის კანდიდატი, ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილიშეხვდა 61-ე სკოლის დირექტორს, სამეურევო საბჭოს წევრებსა და თავმჯდომარეს, ასევე შევხვდი მე-7 მუსიკალური სკოლის დირექტორსა და პედკოლექტივს, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე იმ დროისათვის ჩემთვის უცნობმა ალექსანდრე გოგოლაძემ მოტყუებით შეგვიყვანა სკოლის შენობაში ერთ-ერთი მოსწავლის მშობელთან ერთად და ფიზიკურად გამისწორდნენ ლევან გოგოლაძე და სხვა სკოლის მეპატრონეები და მუშები, რის შემდგომაც გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია.
მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახური ადგილზე იყო გამოძახებული მათ არ აღკვეთეს უხეში კანონდარღვება დემონტაჟის მწარმოებელი კომპანიის მიმართ, კერძოდ არ იყო კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები დაცული, რის გამოც საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ ოფიციალური წერილი გაუგზავნა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას, პასუხი მეტად გამაოგნებელი არმოჩნდა როდესაც მერიის არქირექტურის სამსახურმა კანონის მუხლები გამოაგზავნა და ზედამხედველობის სამსახურს მიმართეთო.
უპასუხოა შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხი თუ რა ღონისძიებები გაატარეს დამნაშავე პირების დასაკავებლად და რა სასჯელი დაეკისრათ დამნაშავეებს. მინდა ავღნიშნო დამნაშავეები აღბეჭდილია ვიდეო კამერით და განთავსებულია ინტერნეტში.
ყოველილივე ზემოთხსენებული და სასწრაფო წესით 61-ე სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სკოლების სიებიდან სასწრაფო წესით სადემონტაჟო სკოლების სიაში აღმოჩენა ემსახურება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და მითვისების კვალის დაფარვას. მარტო 61-ე სკოლას 500 ათასი ლარის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ახალი ხელისუფლების პერიოდში.