ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემა გადაიჭრება!

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში C ჰეპატიტის პრობლემა გადაიჭრება!

 საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ხდება, სადაც ბოლომდე გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა  - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 მთავრობის მეთაურს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. მისი განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა -C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი "სოფუსბუვირი" შემოვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.


 "საქართველოში მომავალ წელს დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრება C ჰეპატიტის დაავადება. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობის და პირადად ბატონი დავით სერგეენკოსი. მთავარი მოტივაცია, რამაც აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ამერიკული მხარე, არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ათასობით პაციენტს ვუმკურნალეთ, მათ შორის 1000 პატიმარს. ეს არის რეალური რეფორმა, რომელსაც 2 წელიწადში მივაღწიეთ და ამაში მილიონობით ლარია დახარჯული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

14-11-2014, 14:20
უკან დაბრუნება