"იერიში კონკრეტულ პოლიტიკურ პირებზე ან მინისტრებზე არ უნდა იყოს გადატანილი. მინდა შევეხმიანო პრეზიდენტს, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის დასუსტება". განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.
"იერიში კონკრეტულ პოლიტიკურ პირებზე ან მინისტრებზე არ უნდა იყოს გადატანილი. მინდა შევეხმიანო პრეზიდენტს, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის დასუსტება, რადგან ის არის ჩვენი სახე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ის ახორციელებს ქვეყნის მართვას, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ასუსტებს. ამიტომაც არ შევედი კამათში - ის, მართლაც ჩემთვის ძალიან გულსატკენი სიტყვები, რაც მან მთავრობის სხდომაზე ჩვენს მიმართ თქვა, თითქოსდა ვუღალატეთ, ძალიან აკნინებს პრემიერის ინსტიტუტს და მე ვთხოვე, რომ ეს მეორეჯერ აღარ გაიმეოროს", - განაცხადა ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში".