უმრავლესობის დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე, ზვიად სიჭინავას გადადგომას მოითხოვს.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას უმრავლესობის დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე ქართული ფეხბურთის დღევანდელობას და მომავალს შეეხო და განაცხადა, რომ "ჩვენ ვართ ერი, რომლისთვისაც ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია". მან გაიხსენა ქართული ფეხბურთის ისტორია და განვლილი წლები.
-"ღრმად მწამს, რომ მილიონობით ქართული ფეხბურთის გულშემადგენელი შეურაცხყოფილია იმით, თუ რა ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში. მე გული მწყდება, რომ თემურ ქეცბაიამ ასეთი ნაბიჯები გადადგა, მას თავის დროზე ჰქონდა ქართველი მაყურებლის სიყვარული და გუშინდელი წაგება კი ტრაგედიის პიკი, არ შეიძლება, ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაშამდე 3-4 დღით ადრე ჩამოდიოდეს საქართველოში, არ იყოს გარკვეული თითქმის არაფერში და მე ამაში ვადანაშაულებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას. მაშინ, როცა მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა და აღარ არის, ეს დანაშაულია. იმედი ბოლომდე არ არის დაკარგული, დღეს ქართული ფეხბურთი რეანიმაციაშია და წვეთოვან აპარატზეა მიერთებული. მართლაც არის ფეხბურთი სიკვდილია პირას და ისმის კითხვა-ვისაც ჩააკვდა ხელში ეს ფეხბურთი, იზიარებენ თუ არა ეს ადამიანები პასუხისმგებლობას და პირველ რიგში მე ლაპარაკი მაქვს დაუმსახურებელ პრეზიდენტზე-სიჭინავაზე".
უმრავლესობის დეპუტატი მოითხოვს დაუყოვნებლივ დატოვოს ზვიად სიჭინავამ პოსტი და პასუხი აგოს. მისი თქმით, ის პატივს სცემს თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ამ მომენტში ფედერაციის დამოკიდებულება მისთვის მისაღები არ არის.