ამ წუთებში რუსთაველის მეტროსთან "საქართველოს სახალხო დარბაზის" წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირის გავლას და სპეციალური განცხადების წაკითხვას აპირებენ. აქვე შეკრებილები არიან აქციის "არა ანექსიას!" მონაწილეები და ამბობენ, რომ მსვლელობის საშუალებას არ მისცემენ.
"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" წევრების განცხადებით, რუსთაველზე "ნაციონალურ მოძრაობას" აქციის ჩატარების უფლება არ აქვთ და ხალხმა ნაციონალებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უთხრა უარი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.