ივერიონი / ინციდენტი რუსთაველის გამზირზე

ინციდენტი რუსთაველის გამზირზე

   "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" წარმომადგენლებს, რომლებიც რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობის მოწყობას და იქ განცხადების გაკეთებას აპირებდნენ,  პოლიციამ პარლამენტის შენობისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეთა გაღიზიანება მოჰყვა. 

   როგორც დარბაზის წევრები აცხადებენ, პოლიციამ ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა, რომ არ გადაადგილებულიყვნენ, რათა არ მომხდარიყო დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეებტან.

   ამ დროისთვის გამზირზე-სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმოამდგენელთა აქცია დასრულებულია. ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ რუსეთის დაგეგმილ აქციას "არა ანექსიას" აპროტესტებენ.

 

15-11-2014, 15:25
უკან დაბრუნება