თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წალკისში 300 წიწვოვანი ხე დარგო. მისი თქმით:
-"საზოგადოების ჩართულობით ირგვება ძალიან ბევრი ხე, ნიშნად იმისა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე და გვქონდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. აქციის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა გადაეცემა თბილისის მერიას, რაც გამოყენებული იქნება მილიონი ხის დარგვისთვის".
გამწვანების აქციაში მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.