დღეს, 17 ნოემბრეს 10:00-ზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ემზარ კვიციანის მომხრეები იკრიბებიან. მათი თქმით დღეს 10 საათზე გაიმართება ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი. არსებული ინფორმაციით პროკურატურამ ემზარის პატიმრობისთვის12 წელი მოითხოვა!
კვიციანის მომხრეები აცხადებენ, რომ სირცხვილია კოდორის ხეობის დამცველი ემზარ კვიციანი ციხეში იყოს, ხოლო ის ხალხი, რომლებმაც კოდორი და მასთან ერთად სამაჩაბლოს მიწები დაკარგა, მიტინგებს აწყობდნენ...
-"სწორედ ამიტომ, ყველას ვისაც ამ უღირს ქვეყანაში ღირსება შემორჩენია, ხვალ დილის 10:00-ზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ!"-აცხადებენ ემზარ კვიციანის მომხრეები.