მოსამართლე შოთა ბიჭიამ კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში.
ბრალდებულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ არც პროკურორები.
მოსამართლის გადწყვეტილებას თბილისში, პარლამენტის წინ ემზარ კვიციანის მომხრეები ელოდნენ, რა იქნება აქციის მონაწილეთა შემდეგი ნაბიჯი, ამის გასაგებად "ივერიონი" აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.
-"მოსამართლემ აბსოლუტურად არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, აქცია არ დაიშლება, გაგრძელდება. ახლა აქ იმყოფება ნორა კვიციანიც და დღეს აქციის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობას დაიწყებს"-აღნიშნა ზვიად ტომარაძემ.