პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ივერიონის პრესკლუბში 15 ნოემბრის აქცია შეაფასა და განაცხადა, რომ ყველაზე მთავარია ის, რომ აქცია ექსესების გარეშე ჩაიარა, რაც ხელისუფლების ძალისხმევით მიიღწია.
-"ჩემთვის ეს აქცია გადაიქცა პარტიულ ღონისძიებად, რომელზეც გათვლები გაცილებით მეტი ჰქონდათ პარტიის ლიდერებს, ერთი რამ ცხადია, მათ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული იყვნენ კმაყოფილნი იმ შედეგებით, რაც მიიღეს. ისინი ვერ შეძლებენ შეცვალონ ის ელემენტალური შეხედულება, რომ ანექსიასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ მათ შექმნეს და ამ რიტორიკით, რითაც ისინი გამოდიან ქუჩაში ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ. ერთი მომიტინგის მიყვანა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ და გათვლებში არ გაუმართათ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ აქცია ექსესების გარეშე ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით. მსგავსი აქციები ჩატარდება კიდევ, ან ჩაატარებს "ნაციონალური მოძრაობა", ან სხვა ოპოზივიური პარტია, მაგრამ ამაში მე ვერ ვხედავ საშიშროებას. არეულობას და დესტაბილიზაციას ვერავინ გამოიწვევს, რადგან საზოგადოებას არ სურს ისევ ქაოსში ცხოვრება.
ქართული საზოგადოება დგას სიმართლის მხარეს და არ აპირებს ქვესკნელში ჩაჰყვეს "ნაციონალურ მოძრაობას".