პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ "ივერიონის" პრესკლუბში განაცხადა, რომ პარტია 15 ნოემბრის აქციას შეუერთდა მხოლოდ და მხოლოდ ანექსიის გასაპროტესტებლად და მისივე თქმით, როცა თემა ასეთი მნიშვნელოვანია, ყველა უნდა დადგეს პარტიულ ინტერესებზე მაღლა.
-"ვმონაწილეობდით იმ მთავარი თემიდან გამომდინარე, რომ ჩვნი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოყრილია სახლიდან. სოლიდარული ვარ ამ აქიის მიმართ, ეს არის ახალი პოლიტიკური ძალა, არ ვიცნობ კარგად და არც ყოფილა შეთავაზებაც მათგან, ნებისმიერმა პარტიამ რომ ჩაატაროს ასეთი აქცია, ჩვენი პარტია შეუერთდება ამ აქციას. მე გაცილებით მეტ ადამიანეს ველოდი, რადგან ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება უნდა იყოს პარტიულ ინტერესებზე მაღალი, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ შეეცდებიან ტალახის სროლას იმისთვის, რომ 15 ნოემბერს ჩვენ იქ ვიყავით, კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის მთავარია იდეა და ჩვენი პარტია გეგმავს ამ შინაარსის აქციას და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას შემოგვიერთდნენ. ჩვენ არ გვაქვს გაჩუმების უფლება და ამ შემთხვევაში დუმილი დანაშაულია.
მისი თქმით მნიშვნელოვანია ქართულმა დიასპორამ ასეთი აქციები გამართოს რუსეთში და დაანახოს ყველას, რომ ქართველების მებრძოლი სული არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას".