"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით "მოსალოდნელია, რომ შაბიამნის პარტიის შესყიდვაზე სერიოზული მასალები იქნება".
პეტრიაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. "კვირის პალიტრის" ცნობით, გამორიცხული არ არის, კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა.
"ეს არის გაგრძელება იმ ისტორიის, რაც დაწყო კაბელების საქმით, რომელსაც მოჰყვა ექიმების საქმე, შემდგომ იყოს ჩასაცმელის საქმე. ახლა საუბარია საბურავებზე, აკუმულატორებზე, ალბათ, მოსალოდნელია, რომ ასევე იქნება შაბიამნის პარტიის შესყიდვაზე ძალიან სერიოზული მასალები. ეს იმ ტიპის საქმეებია, რომელიც ყველა კითხვას სცემს პასუხს - არის ირაკლი ალასანიას, მისი პოლიტიკური საქმიანობის და გუნდის გააქტიურების წინააღმდეგ აგორებული ძალიან სერიოზული კამპანია", -განაცხადა პეტრიაშვილმა.