ივერიონი / ,,აჭარაბეთი'' 150 მილიონით დაჯარიმდა

,,აჭარაბეთი'' 150 მილიონით დაჯარიმდა

   კომერსანტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ონლაინ კაზინოში ,,აჭარაბეთი" ფინანსური პოლიციაა შესული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  მიერ შემოწმების ფაქტს კომერსანტთან ,,აჭარაბეთის'' მფლობელი თემურ უგულავაც ადასტურებს. ,,საგამოძიებო სამსახური შემოსულია, სხვა დეტალებთან დაკავშირებით მენეჯმენტს დაუკავშირით'', - განაცხადა უგულავამ. 

 

   შემოწმების ფაქტს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. მათი ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ ,,აჭარაბეთისა'' და მის ბრენდის ქვეშ არსებული კომპანიების შემოწმება 3 კვირის წინ დაიწყო. 

 

   კომერსანტის წყაროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური  ,,აჭარეაბეთს'' 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში გადასახადების თემაზე ედავება, რის გამოც კაზინო 150 მილიონი ლარით დააჯარიმა.   

 

   ჯარიმის ოდენობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ საგამოძიებო სამსახურში და აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ ტემაზე კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

   წყარო: "კომერსანტი"

17-11-2014, 19:00
უკან დაბრუნება