ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს "მეტეხი 15"-ის, შპს "არაგვი XXI"-ის და შპს "თემქა 21"-ის დირექტორი, ელგუჯა აფციაური დააკავა.
გამოძებით დადგენილია, რომ ელგუჯა აფციაური, აღნიშნული კომპანიებით მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში ასრულებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებს, გამგეობის და ამხანაგობების თანადაფინანსებით. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას, ელგუჯა აფციაური შესრულებული სამუშაოს აქტებში მუშა-მოსამსახურე პერსონალზე გაცემული ხელფასის და გახარჯული მასალების გაზრდილი მონაცემების შეტანის გზით, მოტყუებით დაეუფლა ნაძლადევის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილ 135 973 ლარს.