თავდაცვის სამინისტროს განცხადება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო. ლილი ანწუხელიძე დღეს დილით 59 წლის ასაკში გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს.