გმირი შვილის გამზრდელი დედა
ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე დღეს დილით 59 წლის ასაკში გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ.
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი" მწუხარებას გამოთქვამს გმირი შვილის გამზრდელი დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.