შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში მცხოვრები, 1974 წელს დაბადებული ლია ვ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქე გელა გ-ს 2013 წელს 6600 ლარის სანაცვლოდ უნივერსიტეტ "ვიტა"-ს ბაკალავრის ყალბი დიპლომი, თსუ-ს მაგისტრატურის გაყალბებული ცნობა და საკვალიფიკაციო კურსების გავლის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა დაუმზადა.