ყოფილი პატიმარი იმედა ბუთხუზი, პატიმრების წამებასა და შეურაცხყოფაში პირადად ბაჩო ახალაიასა და მის "დამხმარეს" - ვინმე მელაძეს ასახელებს.
მისი განმარტებით, ციხის ცნობილი ბუნტის დროს ისინი უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას ციხეებში სპეცრაზმის შეყვანას.
"არაადამიანური სისასტიკით სცემდნენ პატიმებს. ვინც ფეხზე იდგა, ყველას გადაუარეს. იყო 8 გარდაცვლილი. პირადად მე ხელში ჩამაკვდა პატიმარი კახა ქველაშვილი", - აცხადებს იმედა ბუთხუზი.
მისივე თქმით, როცა ციხეებში სპეცრაზმი შეიყვანეს უკვე სიმშვიდე იყო.