არავინ არ დაისჯება, თუკი დანაშაული არ ჩაუდენია, აღნიშნული განცხადებით საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი. აღნიშნული განცხადება სუბარმა ე.წ კაბელების საქმეზე გააკეთა.
სუბარის განცხადებით ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ სარჩელზე საუბარი არასწორია.
"სისხლის სამართლის საქმეს კუდებს ნუ მოვაბამთ, ჩვენთან ამ წუთებში აუდიტის სამსახური მუშაობს და სწავლობს სამინისტროს საქმიანობას, მაგრამ ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. არავინ არ დაისჯება, თუკი დანაშაული არ ჩაუდენია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.