ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ განცხადება შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
"არა მგონია, რომ სახელმწიფო მდივნის გეგმები შეიცვალოს. როგორც იცით, მან არაერთხელ განაცხადა პოსტის დატოვების შესახებ", _ აღნიშნა ნულანდმა. მისივე ინფორმაციით, კლინტონი თანამდებობის დატოვებას ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთანავე გეგმავდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ჰილარი კლინტონს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატებად გაეროში შეერთებული შტატების სახელმწიფო წარმომადგენელი ჯონ კერი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თომას დონილონა მოიაზრებიან.
65 წლის ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივნის პოსტს 2009 წლის იანვრიდან იკავებს.