ახალ უმრავლესობას, საპარლამენტო უმცირესობასთან, ანუ "ნაციონალებთან" ჰარმონიული ურთიერთობა რომ არ ექნებოდათ, ისედაც ველოდით, მაგრამ, ასე ადრე თუ დაირღვეოდა მათი მყუდროება, არ გვეგონა. მიზეზებს რა გამოლევს და ასეთი მიზეზი გუშინ იუსტიციის საბჭოს წევრად "ნაციონალი" ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის ჩაგდება გახდა.
ეტყობა, ბაჩო ახალაიას და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრების შემდევ პარლამენტში "ნაციონალების" კანდიდატურის ჩაგდება უმცირესობამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლა, პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვეს და თბილისში გამოემგზავრა.
ძნელი სათქმელია, რა მოჰყვება "ნაციონალების" დემარშს, მაგრამ ისინი რაღაც კონტრგეგმებს რომ აკვარახჭინებენ, ცხადია.
"ნაცები" აცხადებენ, რომ ამას "ასე არ დატოვებენ". ძნელია გამოიცნო, რა იგულისხმება სიტყვაში "ასე არ დატოვებენ".
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი სახე დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ჯერ სამართლებრივად გაერკვევიან და მერე ხმას ქართულ და უცხოურ მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, დიპკორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდიან.
არ ვიცით, ბრძოლის რა ბერკეტები დარჩა კიდევ "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ რაღაცაზე რომ თათბირობენ, ცხადია _ მათ შაუძლიათ თავიანთი ქმედებებით (პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმა) ეჭვქვეშ დააყენონ 1 ოქტომბრის არჩევნების მონაპოვარი და საერთაშორისო საზოგადოების თვალში პოლიტიკურად დავნილისა და დაჩაგრულის იარლიყი მიიკერონ.
არის მეორე გზაც _ რევანშიზმი და სიტუაციის არევა ქვეყანაში, რომელსაც მინიმუმ გარკვეული ძალების მხარდაჭერა სჭირდება. მართალია, ჯერ კიდევ არიან "ნაციონალების" ნარჩენები, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა, ასო თვალი და ასი ყური უნდა გამოვიბათ, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გაგვექცეს.