ივერიონი / დავით თევზაძე:-"კი გავაბრაზებ ახლა ბევრს, მაგრამ მაინც ვიტყვი- დღევანდელი პოლიტიკური გუნდი არ არის მომავალზე ორიენტირებული"(ვიდეო)

დავით თევზაძე:-"კი გავაბრაზებ ახლა ბევრს, მაგრამ მაინც ვიტყვი- დღევანდელი პოლიტიკური გუნდი არ არის მომავალზე ორიენტირებული"(ვიდეო)

   თავდაცვის ექს-მინისტრის დავით თევზაძის ბრიფინგი "ივერიონის" პრესკლუბში.

 

   -რეფორმა გაცილებით რთული პროცესია და ის არ უნდა ეკიდოს ერთი კაცის გემოვნებაზე, რეფორმას სჭირდება ცალკე ბიუჯეტი, ანუ რეფორმა განსახილველად უნდა შედიოდეს პარლამენტში და ხდებოდეს იქ განხილვა. ფაქტიურად დღეს თავდაცვის სამინისტროში ინიშნება მეათე მინისტრი და ყველა იწყებს თავისი იდეების ფრქვევით და რეფორმების ბეჭდვით, თანაც იმ სფეროზე, რომლის გაგებაშიც არ არის, შეიძლება ეს არ იყოს ცუდი, მაგრამ ერთი არ მიდის ბოლომდე და იწყება მეორე. წინა მინისტრის ხედვა იყო პროფესიული ჯარი, ისე, რომ არავინ იკითხა, ეს რა არის. პროფესიული ჯარი არც ერთ ომს არ იგებს ან საიდან მოვიდა ციფრი 19 ათასი, არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, ისევე როგორც არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, თუ რა სამობილიზაციო საშუალებები არსებობს დაუშვათ ომის დაწყების შემთხვევაში, ჯვარი გვწერია ამისგან, რადგანაც, ომის დაწყების შემთხვევაში პირველივე თხუთმეტ წუთში, ის რაც დღეს ხალხია, ამათი მესამედი ან ჰოსპიტალში მოხვდება და ან მიწაში. ჩვენ კიდევ ვლაპარაკობთ წარმატებულ რეფორმებზე და რომ გადაშალო იქ დაგხვდება სიცარიელე. ახალ მინისტრზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი ჯერ მისი საქმიანობა, ტელევიზორში ჯერ არ ჩანს და ეს უკვე კარგია, მაგრამ მან თქვა ასეთი რამ, რომ არტილერია უნდა იქცეს პროირიტეტად, დავიწყოთ იქიდან, რომელი არტილერია და რატომ უნდა იქცეს არტილერია პროირიტეტად, როდესაც არტილერია არ არის შეიარაღების ის სახეობა, რომელიც ძირითად ოპერაციებს ატარებს. არტლერია ისევე როგოც ბევრი სხვა სახეობა წარმოადგენს ბრძოლის მხარდაჭერის ინსტრუმენტს და ბრძოლა ვინც უნდა აწარმოოს, ვინ არის ის? რა იდება მის განვითარებაში? მე პროირიტეტად მიმაჩნდა მსუბუქი ქვეითი კომპონენტის შექმნა და შევქმენი კიდეც, ეს გახლდათ კომანდოს ნაწილები, რომელიც სრულიად ახალი იყო ქართულ სამხედრო ცნობიერებაში და ძალიან ეფექტურადაც აჩვენეს თავი. მიმაჩნდა პრიორიტეტად, რადგანაც მრავალფუნქციური იყო, თანაც მაშინ გაჭირვების გამოც ავირჩიეთ ეგ სახეობა, რადგანაც იეფი გამოდიოდა.

   რაც შეეხება მესამე პოლიტიკურ ძალაზე საუბარს,  კარგია თუ ასეთი გამოჩნდება, რადგან ფაქტია, რომ დღევანდელი პოლიტიკური გუნდი არ არის მომავალზე ორიენტირებული".

 

20-11-2014, 11:19
უკან დაბრუნება