ივერიონი / შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს

შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს

 ერთ, ორ თუ ათ საქმეს შეკერავენ ეს მათი საქმეა, არავინ არ უნდა გამორიცხოს რაიმე გადაცდომა. განცხადადებას ამის შესახებ  "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აუდიტის სამსახურის უფროსის საპასუხოდ გააკეთა.

ლაშა თორდიამ პარლამენტს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 


 ხოლო ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანია გრიფის მოხსნას მიესალმება.


"იმ ქმედებებს, რასაც აკეთებს პროკურატურა ჩვენი მისამართით, აქვს პოლიტიკური სარჩული. ერთ, ორ თუ ათ საქმეს შეკერავენ, ეს მათი საქმეა. არავინ არ უნდა გამორიცხოს რაიმე გადაცდომა. თავდაცვის სამინისტრო დიდი ორგანიზაციაა და შეიძლება, ვიღაცას რაღაც დონეზე შეცდომა ჰქონდეს დაშვებული, მაგრამ ამას არ სჭირდება ამხელა აჟიოტაჟი. ასეთი რამ ხდება ყველა ორგანიზაციაში და ამის პრევენცია და გამოსწორება სწორედ აუდიტის სამსახურის საქმეა", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

20-11-2014, 11:37
უკან დაბრუნება