ივერიონი / პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მარტო შეხვდნენ სახალხო დამცველს

პატიმრებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მარტო შეხვდნენ სახალხო დამცველს

  პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი  სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის გუშინდელ განცხადებას Facebook- ის საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

    ზურაბიშვილის ტქმიტ, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება სახალხო დამცველს მარტო შეხვდნენ.

"არა მგონია, სწორი იყოს მინისტრის მოადგილის - რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ ვითარებაზე - და სახალხო დამცველის - რომელსაც ეკისრება მონიტორინგი არსებულ პირობებზე - ერთად მისვლა... პირიქით მათ შორის დამოუკიდებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული და პატიმრებს უნდა მიეცეთ უთუოდ საშუალება, რომ მარტო შეხვდნენ სახალხო დამცველს..... რა ვიცი, მე ასე მესმის და სხვათაშორის მიკვირს კახი კახიშვილისგან ასეთი პოზიცია!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

20-11-2014, 12:04
უკან დაბრუნება